ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ხმა მისცა სასურველ კანდიდატს. ირაკლი კობახიძე ვაკის 53-ე საარჩევნო უბანზე 11 საათზე მივიდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის შედეგი, რაც დადგა პირველი ტურის დროს, ამიტომ ირაკლი კობახიძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.