„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. როგორც პარტიაში განმარტავენ, არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა და ისინი აპირებენ იბრძოლონ ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მკაფიო გეგმა აქვთ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები, რომელსაც უახლოეს პერიოდში გააცნობს საზოგადოებას.