ოთხი დღე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებამდე. დესტრუქციული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს პარტიებს ცესკ-ო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და მიმართა ყველა მხარეს, დააკვირდნენ მსგავს ფაქტებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
აღნიშნულ განცხადებას ეხმაურებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.