ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს პოლიტიკური პარტიების წევრებმა და ლიდერებმა. მათი უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ და კონსტიტუციური უფლების გამოყენების შემდეგ ყურადღება არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს.