ცესკო-მ არჩევნების წინასწარი შედეგები განაახლა. სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3843 უბანზე და შედეგები პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.15%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ – 27.13 %;
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3. 78%;
„ლელო“ – 3.16 %;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.15%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15 %;
„გირჩი“ – 2.89 %;
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.33 %;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1 %.
არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა 1%-ანი ბარიერი ვერ გადალახეს.