ოპოზიციის რიგებიდან უცხოელი დიპლომატები კიდევ ერთხელ იქცნენ თავდასხმის ობიექტად. ამჯერად არაკორექტული განცხადებების ადრესატები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები გახდნენ, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე მათი პოზიციების დაახლოებას და შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ცდილობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადატანაზე ელჩების მკაფიო მოწოდებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. სწორედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმას ასახელებს მმართველი პარტია მანდატებზე უარის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად.
გახშირებული ანტიდასავლური რიტორიკა ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.