წინასწარ შეფასებებს აკეთებს ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „მრავალენოვანი საქართველო“ დარღვევებს შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებენ. ორგანიზაციების განმარტებით, მათ მიერ მივლენილი დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის არაერთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. სადამკვირვებლო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ რამდენიმე უბანზე პანდემიის გამო შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლიც დაირღვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მედია-ცენტრიდან მარიამ ბერძენიშვილი გვერთვება.