#არჩევნები2020 საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მაუწყებლის ყველა პლატფორმა ხვალიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. პირველი არხი საეთერო დროს სთავაზობს არა მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებს, არამედ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას, რომელსაც ცესკო დაარეგისტრირებს. საეთერო დრო დაეთმობა წინასაარჩევნო დებატებსაც. პარალელურად, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალიტები ონლაინრეჟიმში „ბიბისის“ ტრენერთან ერთად იმუშავებენ, რომლისგანაც რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით მიიღებენ.

პირველი არხის შიდამონიტორინგის მეშვეობით, სპეციალურად შექმნილი პროგრამა, არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების უშუალო დროს დაითვლის, არამედ თემატიკაზეც იქნება მიმართული.

მონიტორინგის შედეგი განთავსდება 1tv.ge-ს ახალ გვერდზე – არჩევნები 2020.