საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ ლიდერები კამპანია „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში, კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ. გაერთიანების ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და ის გეგმა გააცნეს, რომლითაც მათი განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.