პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე – რატომ არ იყო ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეგულაციები დაცული და იღებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ საშიშროება ნამდვილად არის, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას ვერ შეწყვეტენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ შეხვედრების მოწყობა შეუძლია პრემიერს, მაშინ ეს ყველასთვის ნებადართულია.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ ბათუმის ბულვარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა, მრავალრიცხოვან შეკრებაზე წარადგინა.