„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.
წარდგენას გიორგი გახარია, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოები, განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას რეგიონის განვითარებას დაპირდა. დეპუტატობის კანდიდატმა საზოგადოებას პრიორიტეტები გააცნო და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.