„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ონსა და ამბროლაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.