პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გუშინდელი მოვლენების შემდეგ მესამე სექტორი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილი საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით ორმხრივი კომპრომისის მიღწევაა. მითითებულია ის საკითხებიც, რომლებიც განხილვის საგანი უნდა იყოს. ესენია პრობლემური უბნების ხელახლა გადათვლა და სამართლიანი მეორე ტური. მმართველი გუნდი მოლაპარაკებისთვის მზად არის. დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც, რომელსაც სამი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აქვს. ნათია ქენქაძე არკვევდა, ვინ რის დასათმობად არის მზად, არის თუ არა მოთხოვნების გარშემო ოპოზიციაში ერთიანი აზრი და რა საკითხები შეიძლება იქცეს პოლიტიკური დიალოგის საგნად.