ამ დროისთვის მშვიდია სიტუაცია ზუგდიდში, სადაც მოქალაქეები არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებენ. ბიულეტენზე ორი პარტიის წარმომადგენლის გვარია – ირაკლი ჩიქოვანი „ქართული ოცნებიდან“ და მალხაზ ჯალაღონია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სულ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში 109 უბანი მოქმედებს, ყველა მათგანი დროულად გაიხსნა. 27-ე ოლქში რეგისტრირებულია 120 000-ზე მეტი ამომრჩეველი, როგორია მოქალაქეთა აქტივობა ამ დროისთვის, გიორგი კობერიძეა ბოლო ინფორმაციით სამეგრელოდან.