უარი ძალაში რჩება – ზეპირი განცხადებების შემდეგ ოპოზიციამ ამჯერად ფურცელზე ხელმოწერებით დაადასტურა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა.
ხელმომწერებს შორის არიან ის პარტიებიც, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ოპოზიციური ძალები 31 ოქტომბრის შედეგების გაუქმებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ცესკოს ახალი წესით დაკომპლექტებას ითხოვენ. აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიციური ძალების დღევანდელ შეკრებაზე არ მისულა, თუმცა საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებელი გეგმით აპირებს მოქმედებას. ბოიკოტის პასუხად მმართველი გუნდი ოპონენტებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ახსენებს და ამომრჩევლების მიმართ აღებულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.