სამგორის რაიონში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, რევაზ სოხაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს ლევან ხაბეიშვილი. სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ სოხაძის დავალებით ამომრჩეველზე ხორციელდება ზეწოლა. ხაბეიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.