პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და პარტიის კულტურის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამთა შავგულიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს „ლელოს“ ახალი მარშალის გეგმა წარუდგინეს, რომელიც სტრატეგიულ საკითხებთან ერთად კულტურის სფეროსაც მოიცავს.