საქართველოს მასშტაბით ყველა 3 657 უბანზე ხმებს ითვლიან.
ცესკო-ში შემაჯამებელ ოქმებს ელოდებიან, რის შემდეგაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების ატვირთვა დაიწყება. უბნებიდან შემაჯამებელი ოქმები დალუქული ყუთებით ჯერ საოლქო კომისიებში იგზავნება, შემდეგ კი ცესკო-ში შევა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა მხარეს მოუწოდებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო კომისიების წევრებს საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ. საღამოს 8 საათის მონაცემებით, არჩევნებში ხმა მისცა 1 970 540 ამომრჩეველმა.