„ჯონდი ბაღათურია – ქართულმა დასმა“ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა.
პირველი ნომერი ჯონდი ბაღათურიაა, მეორე – დავით ოსეფაშვილი, მესამე – მაია სირაძე; მეოთხე – ბადრი მანჯავიძე; მეხუთე – ელდარ ეკალაძე; მეექვსე – ინგა ბოლოთაური; მეშვიდე – კახაბერ მაისურაძე; მერვე – თენგიზ გენებაშვილი; მეცხრე – მარიამ სულაძე ; მეათე ნომერი კი ნუკრი სირაძეა.
როგორც „ქართულო დასის“ ლიდერმა განაცხადა, საარჩევნო სიაში პროფესიონალი იურისტები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მათ სლოგანს, ეს არის „ხალხის ხმა“ პარლამენტში.