ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შემდეგ სუს-ში ორგანიზაცია „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ და „ანტიკორუფციული საბჭოს“ წევრები დაიბარეს. მითითებული ორგანიზაციები 31 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს დევი ჭანკოტაძე, – „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომერი ხელმძღვანელობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სუს-ს ინფორმაციის წყაროც დაუსახელა და კონკრეტულ პირთა სიაც მიაწოდა. სწორედ ირაკლი კობახიძემ დაადანაშაულა არჩევნების წინა დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის და რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში.