დადგენილი წესები და საარჩევნო გარემოს შეფასება

ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ხდება ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც კოვიდ-ინფიცირებული პირების მიერ ხმის მიცემის პროტოკოლს ეხება.

საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ საავადმყოფოებში, კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს სურვილის შემთხვევაში სპეციალური ჯგუფები გადასატან ყუთებს მიუტანენ, ბიულეტინებს კი ასევე სპეციალურ უბნებზე დათვლიან. პარტიების ნაწილი გაწერილი პროცედურების მიღმა რისკებს ხედავს, რის გამოც დადგენილების გადახედვას ითხოვს.