მმართველი პარტიის წინასაარჩევნო გზავნილები და მიმართვა მხარდამჭერებს.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და კონკრეტულ საპროგნოზო მაჩვენებლებსაც ასახელებს. განცხადების დიდი ნაწილი კი ძალადობრივი შემთხვევების პრევენციას და საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებლობას ეხება. კვლევებზე დაყრდნობით სახელისუფლებო გუნდის შანსებზე საუბრობენ პარტიის წევრებიც. „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს უმრავლესობის მოპოვებაში და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტებაში ეჭვი არ ეპარებათ. რადიკალურად გასხვავებულია ოპოზიციის პროგნოზი, რომელიც კოალიციურ მთავრობას აანონსებს.