ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტს სახელწოდებით „არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს და სადაც საუბარია, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია არჩევნების მოპარვისთვის, ხატია წილოსანი ეხმაურება. მისი განცხადებით, დოკუმენტი არ გამოხატავს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას. მმართველი გუნდი კი გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც ხატია წილოსანი აცხადებს, ერიკ კროსმა და მასთან ორგანიზებულმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ემსახურება პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. წილოსანის თქმით, დოკუმენტის ხელმომწერები ძირითადად „ალდეს“ ჯგუფის სახელით წარმოდგენილი დეპუტატები არიან, ეს ჯგუფი კი დაკავშირებულია „სტრატეგია აღმაშენებელთან“. რაც შეეხება დოკუმენტის ერთ-ერთ ავტორ ერიკ კროსს, ის 2007 2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა. საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი მხოლოდ 24 ის პოზიციას გამოხატავს 612 დეპუტატიდან.