არჩევნები და რეფერენდუმი მოლდოვაში

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის შედეგები დაითვალეს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს კონსტიტუციაში გაჩნდეს ევროინტეგრაციის ჩანაწერი. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, გამარჯვებისთვის აუცილებელი 50 %-ანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა. დაინიშნა მეორე ტური. მოლდოვის ხელისუფლება და ევროკავშირი არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე ლაპარაკობენ. კრემლში კი აღნიშნავენ, რომ არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა.