არჩევნები და პანდემია საქართველოში 

არჩევნების გადადებაზე საუბრის დროს პარალელები არაერთხელ გაივლო ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან.

ოქტომბრის ბოლოს დაწყებულ მძიმე მეორე ტალღას ოპოზიცია უკვე დღეს სწორედ მაშინდელ საარჩევნო აქტივობებს და კენჭისყრის დღეს უკავშირებს და ფიქრობს, რომ არჩევნების თარიღის შეცვლის შემთხვევაში მსგავსი მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათი თავიდან იქნებოდა აცილებული. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს არწმუნებს, რომ დადგენილი რეგულაციებით წინასაარჩევნო შეხვედრები და უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი ეპიდემიოლოგიურ რისკებს საერთოდ არ ზრდის. ხელისუფლება შარშან შემოდგომაზე ინფიცირების მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებლებს არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებით ხსნის. ერთი წლის წინ ეპიდემიოლოგიური სურათი ჯერ კიდევ არჩევნებამდე, აგვისტოს ბოლოდან გაუარესდა, თუმცა პოლიტიკოსების მაშინდელი ქმედებები და გზავნილები დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავებულია.

რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ – მიზეზების გარკვევა სალომე ქოქიაშვილმა სცადა.