ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე საარჩევნო რეფორმის გარშემო მუშაობა ფინალურ ეტაპზეა.
მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებით და საარჩევნო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმ ახალ ტექნოლოგიას არჩევს, რომლითაც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ბიულეტენების დათვლის და ამომრჩეველთა აღრიცხვის ელექტრონული მექანიზმი უნდა დაინერგოს. სწორედ ეს არის პარლამენტში ინიცირებული და მემორანდუმიდან კანონ-პროექტად ქცეული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ელექტრონული ხმის მთვლელი დღეს სამუშაო ჯგუფის თვალწინ საპილოტე რეჟიმში დატესტეს.