მმართველი გუნდი არჩევნებში გარე ჩარევის ახალ ფაქტებს ასაჯაროებს. ამ კონტექსტში განიხილება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების შინაარსის მწვავე შეფასება ევროკავშირის ელჩისგან. ხელისუფლება გარე ჩარევად აფასებს ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზე ბოლო დღეებში განთავსებულ პოსტებს და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდებასაც, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციაში დახმარებას გულისხმობდა. არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად სახელისუფლებო პარტია გარე ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდას ელოდება. „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, უცხოელი პარტნიორების ბოლოდროინდელ კრიტიკულ გზავნილებს ობიექტურ შეფასებებად და რეკომენდაციებად მიიჩნევს ოპოზიცია, ისევე როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წინასაარჩევნო ანგარიშებს, სადაც მმართველი გუნდი ასევე საარჩევნო კანონის უხეშ დარღვევებს ხედავს.