2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება, საარჩევნო მარათონი კი სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავენ და მოსახლეობას საკუთარ პროგრამას აცნობენ. იხსნება რეგიონული ოფისებიც. პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად წელს პოლიტიკურ სუბიექტებს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.