სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. აღინიშნა, რომ მშვიდობა მმართველი გუნდის მონაპოვარია და ამ მშვიდობის შესანარჩუნებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ ხმა.