33 დღე საპარლამენტო არჩევნებამდე – პოლიტიკურ სუბიექტებს მოქალაქეებისთვის საკუთარი საარჩევნო დაპირებების გასაცნობად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ.
შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით აქტიური საარჩევნო კამპანია გრძელდება. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პენსიის და ხელფასების ზრდა – ეს პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას პოლიტიკოსების მხრიდან განსახილველი ძირითადი საკითხებია.
ვის გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მოსახლეობა – ამ კითხვაზე პასუხი 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.