საარჩევნო აქტივობებით დატვირთული აღმოჩნდა 25 სექტემბერი – წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში არაერთი ძველი სახე ბრუნდება, მათ შორის არის ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი მამუკა ხაზარაძის ძლიერ საქართველოს შეუერთდა.
საარჩევნო სიის პირველი 29 კაციანი შემადგენლობა წარადგინა გიორგი გახარიას პარტიამ – ყოფილი პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელიც სიის პირველი ნომერია, პოლიტიკაში ბრუნდება და სიის ხუთეულშია ზვიად ძიძიგური.
„ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია, კი საარჩევნო სიაში არ იქნება. ის ასპარეზს პარტიის ახალგაზრდა წევრებს უთმობს.
პარალელურად, გრძელდება საარჩევნო შეხვედრები. პოლიტიკოსები პოტენციურ ამომრჩევლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მე-11-ე მოწვევის პარლამენტს დააკომპლექტებს.