არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება პოლიტიკური აქტორების რიტორიკა.
გახშირდა ბრალდებები კამპანიაში ხელის შეშლის და თავდასხმების შესახებ. სახელდება კონკრეტული ფაქტები, რომლებსაც ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნო უხეშ დარღვევად აცხადებენ და სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ. აქტიურ ფაზაშია ამომრჩევლებისთვის საკუთარი ხედვების გაცნობა და შეხვედრები. 26 ოქტომბერს მოსახლეობამ პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემით უნდა აირჩიოს.