არჩევნებამდე ექვსი კვირა რჩება – ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, განათლება, სასწავლო ინფრასტრუქტურა და სექტორის განვითარების ხედვა იყო დღეს პოლიტიკური პარტიების მოსახლეობასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
თბილისთან ერთად პოტენციურ ამომრჩეველთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში, პოლიტიკოსები მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამებს აცნობენ და პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ძირითადი აქცენტი ევროკავშირში გაწევრიანებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კეთდება.