საპარლამენტო არჩევნებამდე 43 დღე რჩება. უკვე აქტიურ ფაზაშია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია. პოლიტიკოსები პოტენციურ ამომრჩეველს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო ხშირად ხვდებიან და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. განათლება, სოციალური მიმართულება, ეკონომიკა და დემოგრაფიული მდგომარეობა, – ეს არის ძირითადი სექტორები, რაზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან შეხვედრისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.