არჩევნები 2024 - პარტიების საარჩევნო კამპანია

ფინალურ ეტაპზეა წინასაარჩევნო შეხვედრები.

პოლიტიკოსები ამომრჩეველს პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობენ. განსაკუთრებული აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე და სოციალურ საკითხებზე კეთდება. ოპოზიციის საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების კრიტიკასაც მოიცავს. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრები ყოფილა. პრობლემების მოსმენის და დაპირებების გაცემის გარდა კეთდება გარკვეული პროგნოზები პარლამენტში სამომავლო კონფიგურაციებზეც.

მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს 26 ოქტომბერს აირჩევს.