10 დღე საპარლამენტო არჩევნებამდე – პოლიტიკურ სუბიექტებს მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, შესაბამისად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ, საარჩევნო პროგრამას და ძირითად პრიორიტეტებს კი პოტენციურ ამომრჩეველს აცნობენ. მოქალაქეებთან შეხვედრებისას ძირითადი აქცენტი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე კეთდება.
საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს მე-11-ე მოწვევის პარლამენტს დააკომპლექტებს.