საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღე დარჩა, საარჩევნო კამპანია კი სულ უფრო აქტიურდება.
რუსთავში კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისი გაიხსნა. პარტიულ აქტივსა და მოქალაქეებს სიტყვით ლიდერებმა მიმართეს და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა სამუშაო ადგილების ზრდასა და ქალაქის პოტენციალზე. ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავს აქვს პოტენციალი გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი.