წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია.
ამომრჩევლებს საკუთარ პრიორიტეტებსა და სამოქმედო სტრატეგიას აცნობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან. ოპოზიციური სუბიექტები ბოლო წლებში ყველა მიმართულებით რეგრესზე საუბრობენ და ელექტორატს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და სოციალური პრობლემების სწრაფად მოგვარებას ჰპირდებიან. წინასაარჩევნო რეჟიმშია მმართველი პარტიაც. სახელისუფლებო გუნდი ამომრჩეველს სხვადასხვა სფეროში ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს აცნობს.