საარჩევნო დაპირებები, სტრატეგია და მოსახლეობასთან შეხვედრები – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო აქტივობები სულ უფრო იზრდება. პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს რეგიონებსა და დედაქალაქის მასშტაბით ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ. პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად წელს პოლიტიკურ სუბიექტებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.