წინასაარჩევნო აქტივობები დაიწყო. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს. თარიღის მოახლოებასთან ერთად ღრმავდება პოლარიზაცია და სულ უფრო მწვავდება პოლიტიკური აქტორების რიტორიკა. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს საარჩევნო სუბიექტები მათი პრობლემების მოსმენის გარდა საკუთარი საარჩევნო პროგრამის და ხედვების პრეზენტაციას მართავენ. ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებების გათვალისწინებით, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბული იქნება. თავდასხმების და კამპანიაში ხელის შეშლის შესახებ ბრალდებები თითქმის ყოველდღე ისმის.