არჩევნები 2024 - პარტიების საარჩევნო აქტივობა

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია წარადგინა – ათკაციანი სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა. დეპუტატობის კანდიდატებს შორის არიან უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნინო ჩხეტია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები.

დღესვე გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს საქართველოს პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის წევრები აჭარიდან – ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე წარუდგინა. პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.