სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, კიდევ ერთი სიახლე ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიებია. საარჩევნო ყუთში ჩაგდების ნაცვლად, 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენს ელექტრონულ მოწყობილობაში შეაცურებს, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ, შედეგებს რამდენიმე წუთში ამობეჭდავს. სიახლეების შესახებ მოქალაქეების მეტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია იმიტირებულ კენჭისყრებს მართავს. ცესკო-მ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე, აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. ამ დროისთვის უკვე ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.