არჩევნები 2021 - ვითარება რუსთავში

ხმის მიცემის პროცესმა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა რუსთავში, სადაც 88 უბანი იყო გახსნილი.

ოპოზიცია ძირითადად ამომრჩევლებზე ზეწოლის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე საუბრობდა, ხელისუფლება კი ოპონენტებისგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე მიუთითებდა.