2 ოქტომბერს, ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა. 31443 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 30776 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ერგო. ორივე მეორე ტურისთვის ემზადება. ბათუმის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო უმრავლესობის მოსაპოვებლად აუცილებელი მანდატების მიღება. ბათუმის საკრებულოში მმართველ გუნდს 16, ხოლო სამ ოპოზიციურ პარტიას ერთად 19 მანდატი აქვს.
როგორია ბათუმის მერობის ოპოზიციური კანდიდატის სტრატეგია და ტაქტიკა მეორე ტურამდე, – „მოამბის“ შეკითხვებს გიორგი კირთაძემ უპასუხა.