დღეს ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე, საკუთარი გუნდის გამარჯვება დააანონსა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ნიკა მელიას თქმით, მისი ინფორმაციით, ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს. მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეფასებებს და პოზიციას უფრო ვრცლად გაგაცნობთ.