არჩევნები 2020 პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით

საარჩევნო სისტემის ცვლილების დაანონსება პარტიების დიდი ნაწილისთვის მისაღებია. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად არ მოსწონს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აქციების გაგრძელებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედებას და ნულოვან ბარიერს ემხრობა და ფიქრობს, რომ ასეთი მოდელი მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირებას და საკანონმდებლო ორგანოში ყველა ჯგუფის ინტერესების ასახვას უზრუნველყოფს. თუმცა გაჩნდა კითხვებიც. ის პარტიები, რომლებიც დღევანდელ შეთავაზებას არ ემხრობიან, მთავარ მიზეზად ნულოვან ბარიერს ასახელებენ და მის მიღმა გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. შეფასებების დროს დღეს ბევრჯერ გაიხსენეს 1992 წელს ჩატარებული არჩევნები.