საინტერესოა, რამდენად დაიცავენ პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს.
საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად საკუთარი გზავნილების მოსახლეობამდე მისატანად ამომრჩევლებთან სულ უფრო მეტი შეხვედრა ტარდება, მძაფრდება რიტორიკაც. დღეს საკუთარი გუნდის და საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია კიდევ რამდენიმე პარტიამ გამართა.