სანამ პოლიტიკური სუბიექტები საკუთარ სიებს წარმოადგენენ, ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიების ნაწილი კი ამომრჩევლებს სექტორულ პროგრამებს აცნობს. შეზღუდვები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე დაწესდა, არ ვრცელდება საარჩევნო შეხვედრებზე. თუმცა, დახურულთან ერთად ღია სივრცეშიც რეკომენდირებულია პირბადეების გამოყენება.