ორთვიანი საარჩევნო კამპანია დასრულდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლებმა 50 პოლიტიკური სუბიექტის პროგრამები, დაპირებები და ინიციატივები მოისმინეს. შეხვედრებისთვის და საკუთარი ხედვების წარდგენისთვის პოლიტიკურმა ძალებმა დღევანდელი დღეც გამოიყენეს. ამომრჩევლების მიმართ დღეს ყველა პარტიას თუ ბლოკს ერთი გზავნილი ჰქონდა: არჩევნებზე წასვლა და არჩევანის გაკეთება.