დღეს დილის 7 საათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51, ფუნქციონირებს ონლაინ ჩატიც.
მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ცესკო-ს, ასევე მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით.
ცესკო-ში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი. დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.